„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“
ეკატერინე პაპუაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ზონაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია“. ეკატერინე 1985 წლის 17 ივლისს დაიბადა ქალაქ ხაშურში, პროფესიით არის სახელმწიფო პოლიტიკის ექსპერტ-ანალიტიკოსი. _ რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რა პრობლემების წინაშე დადექი, როგორც ქალი კანდიდატი? - მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი ჩემს პოლიტიკურ მისწრაფებებსა და შეხედულებებს, აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმა მხოლოდ ახლა გადავწყვიტე და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში, ქალაქ ხაშურში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვმონაწილეობ. მე ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, სკოლაც აქ დავამთავრე, შემდეგ იყო სტუდენტობა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ დავუბრუნდი ჩემ ქალაქს და არც სამომავლოდ ვაპირებ აქედან წასვლას. ეს ყველაფერი იმიტომ აღვნიშნე, რომ ზედმიწევნით ვიცი, რაც ამ ქალაქს აწუხებს, მისი ყველა ტკივილი მტკივა და ყველა განსაცდელი ჩემი პირადი განსაცდელ