Posts

Showing posts from November, 2017
Image
                           მარნეულის   საკრებულოში მ ხ ოლოდ კაცები არიან  მარნეულის      ახალი მოწვევის საკრებულოში    პატრიარქატია - საკრებულოს 35-ვე წევრი კაცია.   2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის   35 დეპუტატით დაკომ პ ლექტდა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველო“ 31 დეპუტატით არის წარმოდგენილი, აქედან 20 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო პროპორციული სიით 11 დეპუტატი, „ბაქრაძე უგულავა–ევროპული საქართველო“ – 3 დეპუტატით, ხოლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში – 1 დეპუტატი ა. 35  დეპუტატიდან არც ერთი არ არის ქალი.   შესაბამისად, ახალი მოწვევის   საკრებულოს  5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ც კაცია:       საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  - რომან ტაბატაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ბესიკ გუჯეჯიანი, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე  გივი გიორგაძე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  – ნოდარ მ
Image
                   5 საკრებულოს ქალი თავმჯდომარე ეყოლება   თვითმმართველობებში გენდერული უთანასწორობის მხარდაჭერა გრძელდება . 2017 წლის მოწვევის 64 საკრებულოდან მხოლოდ 5 საკრებულოს ეყოლება ქალი თავმჯდომარე . ქალი საკრებულოს თავმჯდომარეებით იმერეთი ლიდერობს . იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 3- ს ქალი უხელმძღვანელებს . ტყიბულში საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია კობახიძე აირჩიეს ; თერჯოლაში - ნინო ჯანელიძე , ხოლო ხარაგაულში - მანანა ბარბაქაძე . ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ქალია - რუსუდან   გიორგაძე . კახეთის 7 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ახმეტის საკრებულოს უხელმძღვანელებს ქალი . თამარ ყეინიშვილს 31 დეპუტატიდან ოცდაერთმა წევრმა გამოუცხადა ნდობა . ყეინიშვილი 2017 წლის მარტიდან წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა . მაშინ მის კანდიდატურას საკრებულოს 26- მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი , ხოლო 1 ბიულეტენი კი გაბათილდა . კიდევ ერთი ქალი - შუქურა ჯაფარიძე გახდა ონის საკრებულოს თავმჯდომარე
Image
                                                                 ცვლილებების ეპოქა.... ჩვენ დასაწყისშივე განწირულნი ვართ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საბავშვო ბაღში შევყავართ მშობლებს,  მოძველებული სისტემები და მიდგომა გვექაჩება იქით, საიდანაც  თავის დაღწევა ძალიან რთულია.  ვერც სკოლა, ვერც უნივერსიტეტი ვერ გვაძლევს სათანადო განათლებას და პრაქტიკას შევდგეთ პროფესიონლებად და ვიყოთ კონკურენტუნარიანები დასაქმების ბაზარზე.  ათასობით  ლარს ხარჯავენ ქართველი მშობლები იმისთვის, რომ მათ შერჩეულ პროფესიას დაეუფლოს შვილი და...  დიპლომის აღების შემდგ ხდება ნათელი, რომ განათლების მიღება და საოცნებო სამსახურში დასაქმება, მხოლოდ ილუზიაა... შემდეგ ორი გზაა - ’’უპატრონო“ ახალგაზრდებმა დაიწყონ სამსახურის ძიება დასაქმების საიტებით, დაუღალავად აგზავნონ CV და ელოდონ პასუხს დამსაქმებლებისაგან, რომლებიც არასდროს გპასუხობენ... ან მოიკითხონ სანათესაოში  ‘’წარმატებული ბიძია’’, რომელიც ვალშია მის ოჯახთან  ან რომელიც განსაკუთრებულად  წყალობს ნაცნობ-მეგობრებს კარგი ‘’მაყარი
Image
                             " ქალებს აქ რა უნდათ , " აბედს " აკეთებენ !"                        მარნეულის ახლადარჩეული მერის დიდი შეცდომა პირველივე შეხვედრაზე მარნეულის ახლად არჩეულმა   მერმა , თემურ აბაზოვმა სოფელ კაჩაგანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა , რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ .  ამის შესახებ ინფორმაცია   რადიო „ მარნეულ მა “   გა ავრცელ ა . ჟურნალისტის შეკითხვას - რატომ არ ესწრებიან შეხვედრას ქალები ?   მარნეულის მუნიციპალიტეტის მერ მა   უპასუხა :  „ ახლა შუადღეა და თავიანთ მეუღლეებს კვებ ა ს უმზადებენ ალბათ “ . შეხვედრის მონაწილე კაჩაგანელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი კაცების განცხადებით : „ ქალები სადილს ამზადებენ , თანაც არ არის ეს ჩვენი მენტალიტეტი , ჩვენი კულტურა სხვანაირადაა - არ არის მიღებული , რომ ქალებმა ქალაქის ცენტრში იარონ , მით უმეტეს , კაცებთან ერთად მიიღონ შეხვედრაში მონაწილეობა ...“  -  ამბობენ ისინი .  „ ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თ