Posts

Showing posts from December, 2017
Image
                              „საზოგადოება მეტად უნდა  იყოს  ჩართული  საკრებულოს     საქმიანობაში“                                                                  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე      ზაალ  მამალაძე:              “ როცა ვმუშაობდი ჩემი პროფესიით   და შემდეგ , როცა საკრებულოში ამირჩიეს , ხშირდ მქონია შეხება ქალთა პრობლემებთან ,  შევეცდები ძირითად პრობლემებზე მოკლედ გავამახვილო ყურადღება . პირველი ალბათ არის ზოგადი პრობლემები , რომელიც საერთოა , როგორც ქალისთვის ისე მამაკაცისთვის . მაგალითად , ეკონომი კ ური ,  კონკურენტუნარიანი განათლება , ხარისხიანი ჯანდაცვა , სუფთა და უსაფრთხო გარემო … ჩემი აზრით , ყველა   ამ მიმართულებით სახე ლ მწიფომ უნდა გააგრძელოს რეფორმები მათ მოსაგვარებლად.   ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ კარგი   განათლება , რაც დასაქმების , ეკონომი კ ური   პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს , როგორც   ქალებისა ს და ისე კაცებისას . არის მეორე ჯგუფი პრობლემების , რომელიც უფრო
Image
„ქალები უნდა ჩაერთონ ყველა საკითხში, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეხება“                         ალექსანდრე სარიშვილი  - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი    „ქალთა უფლებების დაცვა არა მხოლოდ ჩვენი, საჯარო მოხელეების, არამედ ყველას ვალია. არათუ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ან მისი განხილვისას, ქალები უნდა ჩაერთონ უშუალოდ ყველა საკითხში, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეხება. გენდერული თანასწორობის დაცვა აუცილებელია ყველა საკითხში და ყველგან. ჩვენ შემთხვევაში, საკრებულოში ხუთი ქალბატონია და ისინი განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულნი ბიუჯეტირების პროცესში. ბიუჯეტის დაგეგმვასა და მის განხილვაში აქტიურად მონაწილეობენ გამგეობის თანამშრომელი ქალბატონებიც, ასე რომ, ჩვენთან გენდერის პრინციპი არ ირღვევა,“ - ამბობს ლანჩხუთის ახლადარჩეული მერი ალექსანდრე სარიშვილი.
Image
 ლელა საჯაია: ქალთა საჭიროებების მხრივ მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ლელა საჯაია უხელმძღვანელებს. ლელა საჯაიას მხარი 36-მა დეპუტატმა დაუჭირა.   - იცნობთ თუ არა ქალთა პრობლემების საჭიროებებს და კონკრეტულად რა საჭიროებები აქვთ მათ? - მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა ქალთა საჭიროებებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა   დასაქმებასთან დაკავშირებით. ამ პრობლემას არაერთი მიზეზი გააჩნია, გარდა სამუშაო ადგილების არარსებობისა , ეს არის სათანადო პროფესიული განათლების დეფიციტი, მძიმე  სოციალური ფონი, გადაადგილების პრობლემა, ოჯახური გარემო და ყველაზე მთავარი, მოსახლეობის უიმედობა და საკუთარი შესაძლებლობებით თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლის უუნარობა. - თუ ფიქრობს რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მაგალითად,   ბიუჯეტის დაგეგმვისას , სხვადასხვა საკითხების განხილვისას , რომელიც ქალებს ეხება უნდა ჩართ
Image
                                   „ თქვენ ქალების მერებიც ხართ , გაგიჭირდებათ მუშაობა !“ მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები მოადგილეებს ირჩევენ. არჩევანი, სამწუხაროდ, კვლავ მამაკაცებზე კეთდება და ქალებისთვის არც მოადგილეების პოსტები აღმოჩნდა ხელმისაწვდომი. ქალთა წარმომადგენლობა თვითმართველობის ორგანოებში საგანგაშოდ დაბალია. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს ჰყავს ქალი მერი და ერთს ქალი ვიცე-მერი. მერის მოადგილედ მხოლოდ 6 ქალი დაინიშნა. საკრებ ულოს თავმჯდომარედ 5 ქალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ კი მხოლოდ 3 ქალი აირჩიეს. მერის მოადგილეების დანიშვნის პროცესი არ დასრულებულა.  „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ შეახსენებს არჩეულ მერებს, რომ მათ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია და ისინი ამ ქალების მერებიც უნდა იყვნენ. ქალთა საჭირობების უკეთ გამოვლენა, გაანალიზება და არსებული პრობლემების მოგვარება ქალთა ჩართულობის გარეშე გაუჭირდებათ. „ჟურნალისტთა ქსელი“ მოუწოდებს მერებს, დანიშნონ ქალები ვიცე-მერებად და მოადგილეება