Posts

Image
                                      შეხვედრა ხელვაჩაურის სკოლის მოსწავლეებთან     " ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის " ბათუმის გენდერის მედიაცენტრისა და ხელვაჩაურის საკრებულოს გენდერული საბჭოს ორგანიზებით , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დისკუსია " გენდერული საუბრები " გაიმართა . სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი თამილა დოლიძე ესაუბრა . „ რა არის საჭირო იმისთვის , რომ საქართველოში გენდერულ თანასწორობას მივაღწიოთ , უნდა ამოქმედდეს თუ არა კვოტირების მექანიზ მი , რატომ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში ქალები , რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის და ვინ არიან დღეს პოლიტიკაში მთავარი აქტორები , როგორ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში გენდერული მოძრაობა და როგორია ევროპული გამოცდილება . მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში , ისაუბრეს იმ ღონისძიებებს
Image
                                            „გენდერული საუბრები“   “ ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ გორის მედიაცენტრის ორგანიზებით საზოგადოება " ბილიკის " მედია და კითხვის კლუბის წევრებისთვის გაიმართა დისკუსია „გენდერული საუბრები“. დისკუსიას უძღვებოდა გორის გენდერის მედიაცენტრის   დირექტორი ნათია ომაძე, რომელმაც ახალგაზრდებს აჩვენა დოკუმენტური ფილმი “ გოგონებს აქვთ სათქმელი ” , რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 13-15 წლის გოგონები საუბრობენ , თუ როგორ ესმით თანასწორ ო ბა და რა რეალობაა მათ ირგვლივ .   ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაებნენ ახალგაზრდები.    
Image
                          " გენდერული საუბრები " მედია სკოლის სტუდენტებთან " ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის " ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედია სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა - " გენდერული საუბრები " გაიმართა .  ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ქეთევან ბერძენიშვილი სტუდენტებს ესაუბრა    რა არის საჭირო იმისთვის , რომ მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას , რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის და ვინ არიან მთავარი აქტორები . საიდან დაიწყო გენდერული და ფემინისტური მოძრაობა ; როგორია ევროპული გამოცდილეება , დღევანდელი რეალობა და სამომავლო ხედვა . ლექცია ორ საათს გაგრძელდა და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში .   გაიმართა მსჯელობა ახალგაზრდების ჩართულობაზე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესებში . მედიის და ჟურნალისტების როლზე , როგორ უნდა გაშუქდეს გენდერულად ამბები .
Image
                              „საზოგადოება მეტად უნდა  იყოს  ჩართული  საკრებულოს     საქმიანობაში“                                                                  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე      ზაალ  მამალაძე:              “ როცა ვმუშაობდი ჩემი პროფესიით   და შემდეგ , როცა საკრებულოში ამირჩიეს , ხშირდ მქონია შეხება ქალთა პრობლემებთან ,  შევეცდები ძირითად პრობლემებზე მოკლედ გავამახვილო ყურადღება . პირველი ალბათ არის ზოგადი პრობლემები , რომელიც საერთოა , როგორც ქალისთვის ისე მამაკაცისთვის . მაგალითად , ეკონომი კ ური ,  კონკურენტუნარიანი განათლება , ხარისხიანი ჯანდაცვა , სუფთა და უსაფრთხო გარემო … ჩემი აზრით , ყველა   ამ მიმართულებით სახე ლ მწიფომ უნდა გააგრძელოს რეფორმები მათ მოსაგვარებლად.   ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ კარგი   განათლება , რაც დასაქმების , ეკონომი კ ური   პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს , როგორც   ქალებისა ს და ისე კაცებისას . არის მეორე ჯგუფი პრობლემების , რომელიც უფრო
Image
„ქალები უნდა ჩაერთონ ყველა საკითხში, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეხება“                         ალექსანდრე სარიშვილი  - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი    „ქალთა უფლებების დაცვა არა მხოლოდ ჩვენი, საჯარო მოხელეების, არამედ ყველას ვალია. არათუ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ან მისი განხილვისას, ქალები უნდა ჩაერთონ უშუალოდ ყველა საკითხში, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეხება. გენდერული თანასწორობის დაცვა აუცილებელია ყველა საკითხში და ყველგან. ჩვენ შემთხვევაში, საკრებულოში ხუთი ქალბატონია და ისინი განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულნი ბიუჯეტირების პროცესში. ბიუჯეტის დაგეგმვასა და მის განხილვაში აქტიურად მონაწილეობენ გამგეობის თანამშრომელი ქალბატონებიც, ასე რომ, ჩვენთან გენდერის პრინციპი არ ირღვევა,“ - ამბობს ლანჩხუთის ახლადარჩეული მერი ალექსანდრე სარიშვილი.