საინფორმაციო აქცია  „რუსთავქალაქობაზე“




არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „რუსთავქალაქობის“ ტრადიციული დღესასწაულზე  საინფორმაციო აქცია „ქალის ხმა იგებს არჩევნებს!“ გამართა.  ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  სადღესასწაულოდ მისულ რუსთაველებსა და სტუმრებს  დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები, რომლებზეც ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ იყო დატანილი ინფორმაციები და დეტალურად ესაუბრნენ არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ. 
აქციის ორგანიზატორებსა და პარკში მყოფ მოსახლეობას შორის გაიმართა დისკუსია.


საინფორმაციო  აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
საინფორმაციო აქცია „ქალის ხმა
 იგებს არჩევნებს! უკვე გაიმართა ქუთაისში, რობი კუხიანიძის კონცერტზე, ბათუმში „აჭარა პიკნიკ ფესტივალი-2017“-ზე, შეკვეთილში ნინო ქათამაძის კონცერტზე,  წერაქვში მუსიკალურ ფესტივალზე „ერთიანი კავკასია“ და  გორში, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე. საინფორმაციო აქციები გაგრძელდება და ჩატარდება ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე.


Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“