საუბრები გარდაბნის ჩაიხანებში
გარდაბნის მუნიციპალიტეტის
სოფლებში მდებარე ჩაიხანებში სპეციალურწარწერებიან მაისურებში გამოწყობილი ქალების
გამოჩენას კაცები გაკვირვებული ხვდებიან, რადგან,
ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემისთვის ჩაიხანა ის ადგილია, სადაც მხოლოდ ამ თემში „მთავარი“ ადამიანები - კაცები იკრიბებიან, ისვენებენ,
ჩაის სვამენ, ნარდს ან დომინოს თამაშობენ, საუბრობენ - ერთობიან. ჩაიხანაში ქალის შესვლა არ შეიძლება, აკრძალულია.
ორგანიზაცია „ჟურნალისტთა
ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ წარმომადგენლები ჩაიხანების მეპატრონეებისგან იღებენ
ნებართვას, ჩაიხანაში ბანერის გაშლასა და შეხვედრის ჩატარებაზე, რაზეც ყველა ჯერზე ზრდილობიან
თანხმობას იღებენ. „საუბრები ჩაიხანებში“ ამჯერად,
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქესალოსა
და მუღანლოში ჩატარდა.
„ჩაიხანები სპეციალურად შევარჩიეთ, რადგან ეს, ის ადგილებია,
სადაც თემში გადაწყვეტილების მიმღებები, კაცები
იკრიბებიან. შესაბამისად, ჩაიხანა მათთვის ინფორმაციის მიწოდების და გავრცელების საუკეთესო
ადგილია. ჩვენ მათ ვესაუბრებით 21 ოქტომბრის არჩევნების, ქალთა საჭიროებების, ქალი
ამომრჩევლის როლის, საარჩევნო ძალადობის დაუშვებლობის შესახებ. ჩვენი პროექტის მიზანია ამომრჩეველ ქალთა როლის
გაძლიერება. პროექტის ფარგლებში ვიკვლევთ ქალთა საჭიროებებსაც. საინტერესო დისკუსიები იმართება, თითქმის ყველა
შემთხვევაში გვიწევს კაცებისთვის ახსნა, რა არის ქალთა საჭიროება,“ - ამბობს ორგანიზაციის მენეჯერი ინგა ალავიძე.
შეხვედრები ჩაიხანებში
პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში იმართება, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
გარდაბნის, მარნეულისა
და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩაიხანებში 30 შეხვედრა ჩატრდება და საბოლოოდ, ქალთა
საჭიროებების შესახებ მოკვლეულ მასალებბზე მომზადდება ანგარიში, რომელიც პოლიტიკურ
პარტიებსა და კანდიდატებს გაეცნობათ.
Comments
Post a Comment