აქციები რუსთავისა და გარდაბნის ბაზრებში
ბაზრები, სადაც ტრადიციულ კვირის ბაზრობებზე თავს იყრის
რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ინფორმაციის მიღებისა და შესაბამისად, გავრცელების არაჩვეულებრივი საშუალებაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული
თანასწორობისათვის“ სწორედ ამ მიზნით აირჩია აქციის ჩასატარებლად რუსთავისა
და გარდაბნის ბაზრები. საინფორმაციო აქციები ჩატარდება მარნეულისა და ბოლნისის ბაზრებშიც.
„ჩვენი საინფორმაციო
აქციების მიზანია ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნების, მასში ქალების, როგორც კანდიდატებისა და როგორც ამომრჩევლების მონაწილეობის
შესახებ. მსგავსი საინფორმაციო აქციები გაიმართა
რუსთავისა და გარდაბნის ბაზრებში. მოსახლეობის
დიდმა ნაწილმა განსაკუთრებით ეთნიკურად აზერბაიჯანლებმა არ იციან, რომ 21 ოქტომბერს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, გვეკიათხებიან მის შესახებ, ვინ არიან კანდიდატები...
როცა ქალთა საჭიროებებზე და არჩევნებში ქალის როლის მნიშვნელობაზე ვესაუბრებით, გვპასუხობენ,
რომ მათ არავინ ეკითხებათ ვის აირჩევენ... საჭიროებები ბევრი აქვთ: წყალი, გზა, ბაღი,
საძოვარი... და ა.შ. ჩვენი პროექტის ფარგლებში საქართველოს 12 რეგიონში, მათ შორის
ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში - გარდაბანში,
მარნეულში და ბოლნისში მოსახლეობასთან 50 შეხვედრა ჩავატარეთ, ვიკვლევდით ქალთა საჭიროებებს,
რომლებსაც გავაცნობთ პარტიებსა და კანდიდატებს, რათა მათ მომავალი
საქმიანობისას გამოიყენონ, იცოდნენენ რა პრობლემები აქვთ ქალებს,“ - ამბობს პროექტის
მენეჯერი ინგა ალავიძე.
საინფორმაციო
აქცია
პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში
ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული
ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო
აქციები ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე კულტურულ და სპორტულ
ღონისძიებებზეც, სადაც ეწყობა საინფორმაციო კუთხეები, მოსახლეობას ურიგდებათ საინფორმაციო ფურცელი, ორგანიზაციის გენდერის მედიაცენტრების დირექტორები, ექსპერტ-ფასილიტატორები
მოსახლეობას ესაუბრებიან 2017 წლის არჩევნებზე და არჩევნებში ქალთა როლის შესახებ.
Comments
Post a Comment