„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“
ეკატერინე პაპუაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ქალაქ ხაშურის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ზონაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია“. ეკატერინე 1985 წლის 17 ივლისს დაიბადა ქალაქ ხაშურში, პროფესიით არის სახელმწიფო პოლიტიკის ექსპერტ-ანალიტიკოსი.
_ რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რა პრობლემების წინაშე დადექი, როგორც ქალი კანდიდატი?
- მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი ჩემს პოლიტიკურ მისწრაფებებსა და შეხედულებებს, აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმა მხოლოდ ახლა გადავწყვიტე და ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში, ქალაქ ხაშურში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვმონაწილეობ. მე ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, სკოლაც აქ დავამთავრე, შემდეგ იყო სტუდენტობა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ დავუბრუნდი ჩემ ქალაქს და არც სამომავლოდ ვაპირებ აქედან წასვლას. ეს ყველაფერი იმიტომ აღვნიშნე, რომ ზედმიწევნით ვიცი, რაც ამ ქალაქს აწუხებს, მისი ყველა ტკივილი მტკივა და ყველა განსაცდელი ჩემი პირადი განსაცდელია. მოხარული ვარ, რომ მომეცა შანსი პატარა წვლილი შევიტანო სამომავლოდ ჩემი ქალაქის განვითრებაში. თუმცა, ძალიან რთულია ამ შემთხვევაში როცა ქალი კანდიდატი ხარ. სიმართლე გითხრათ, ხშირად გამიგონია და ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან, რომ მაინც ქალი ხარ და რთულია მამაკაცებს გაუწიო კონკურენციაო, რასაც არანაირად არ ვეთანხმები. ის რომ ქალი ვარ, არ ცვლის არაფერს.. ისეთივე შემართებით ვარ, ისეთივე ბრძოლის ჟინი მაქვს, ისეთივე ვაჟკაცობა მაქვს, როგორც ნებისმიერ ადამიანს და იმაზე მეტად მიყვარს ჩემი ხალხი და ქალაქი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
_ რომელ სამ პრობლემას დაასახელებდი, რაც განსაკუთრებით აწუხებთ ქალებს და როგორ აპირებ ამ პრობლემების მოგვარებას? _ დღეს ქალის როლი ბევრად გაზრდილია როგორც საზოგადოებრივ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ჩვენნაირ განვითარებად ქვეყნებში მაინც არის რიგი პრობლემები გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით. ქალების ძირითადი პრობლემები მდგომარეობს იმაში, რომ ბევრს უჭირს თამამი ნაბიჯების გადადგმა და ისეთ საქმეებთან შეჭიდება, რასაც ბევრი კაცის საქმედ მიიჩნევს. საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქალის საქმე ოჯახში ჯდომა და ბავშვების აღზრდაა (საბედნიეროდ, მათი რიცხვი წინა წლებთან შედარებით მცირეა). ძირითადი პრობლემაც აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სწორედ ქალის ჩართულობა მგონია. ქალის როლის დაკნინება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და ოჯახური ძალადობა ალბათ ყველაზე ძირითადი პრობლემებია. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და მის აღმოსაფხვრელად უნდა გატარდეს საკმაოდ მკაცრი ღონისძიებები. _ რატომ არის მნიშვნელოვანი მეტი ქალი კანდიდატის არსებობა პოლიტიკაში? _ რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იყოს ამ მიმართულებით რეალიზებული და ბოლო უნდა მოეღოს იმ მანკიერ განწყობას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკა ქალის საქმე არაა. პირიქით, აუცილებელიცაა. ისტორიას რომ გადავხედოთ, ოდითგანვე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მსოფლიო პოლიტიკაში ქალის როლს, ასევე საქართველოს ისტორიიდანაც გვახსოვს უდიდესი პოლიტიკოსი ქალები, საუკეთესო დიპლომატები. უსასრულოდ შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი და ბოლოს მაინც მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია.

Comments
Post a Comment