Posts

Showing posts from August, 2017
Image
ქალთა ლიდერი „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ინიციატივით,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან  შეხვედრისას, რომელიც მათი საჭიროებების გამოვლენის მიზნით გაიმართა, სოფლის ქალთა ლიდერი აირჩიეს.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ლეილა ალიევამ და ლუიზა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე ფატი ტვილდიანმა  ქალთა კოორდინატორად ქევსარ შაბანოვა აირჩიეს, რომელიც დარბაზელ  ქალებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ერთგვარი შუამავალი იქნება, დარბაზელ ქალთა პრობლემების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ინფორმაციას მიაწვდის და ლიდერობას გაუწევს  გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ადგილობრივ  ქალთა ჩართულობას.      შეხვედრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან  პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში ტარდება, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო ...
Image
                                                              კაცები ქალთა საჭიროებებზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიდისყურ შ ი, ნახიდურ შ ი, ჭაპალა სა და ცურტავ შ ი მდებარე ჩაიხანებს დღეს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ სტუმრობდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ კაცებს, რომლებიც ჩაიხანების მუდმივი სტუმრები არიან, ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და ქალი ამომრჩევლის როლის გაძლიერების შესახებ ესაუბრა. „ჩვენ ვესაუბრებით კანდიდატებს ქალების პრობლემებზე, ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც ქალებს ჭირდებათ ის გვჭირდება ჩვენც. რა თქმა უნდა, არ ვუთითებთ ვის მისცენ ხმა, მაგრამ ვუხსნით რომელი კანდიდატი ჯობია...“  „აბა, ქალმა რა იცის?! ის, ოჯახით, საქმითაა დაკავებული, რა მაგის საქმეა პოლიტიკა...“ „საერთოდ არ მივცემთ არავის ხმას, არავინ არ...
Image
                                                                       დისკუსიები ჩაიხანებში „არჩევნებია?! როდის?! ვის უნდა მივცეთ ხმა?!“ - ამ შეკითხვებით მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“  წარმომადგენლებს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ კაცებთან მართავს შეხვედრებს ჩაიხანებში. დღეს შეხვედრები გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კასუმლოში, სადახლოში, დამიაგიურახსა და სოფელ ბეილარში მდებარე ჩაიხანებში. ოქტომბრის არჩევნები, ქალთა საჭიროებები, ქალი ამომრჩევლის როლი, საარჩევნო ძალადობის დაუშვებლობა - ეს, ის ძირითადი თემებია, რომელთა შესახებაც ჩაიხანებში დისკუსიები გაიმართა. დისკუსია ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ფასილიტატორმა სამირა ბაირამოვამ დამსწრეებისთვის გასაგებ ენაზე - აზერბაიჯანულ ენაზე  ჩაატარა...
Image
ქალის ბლოგი 33 -ი რამ გამახსენა 33 ?! ერთმა  ქალმა, ჩემი ასაკის ქალმა... სათბურში შეხვედრის ჩასატარებლად შესულ ჯგუფს 20-მდე აზერბაიჯანელი ქალი შეგვეგება. მომღიმარი სახეებით, ხმამაღალი სიცილით, შეძახილით. გაუხარდათ ჩვენი დანახვა, ჩვენი მოსმენა.  ჩვენ იმ ქალებისთვის შუამავალი ვართ  საკუთარ სამყაროსა და სხვა, ჩვენს სამყაროს შორის. ჩვენ ვუყვებით ქვეყნის ამბავს, ვუყვებით რომ ისინი არიან ქალები და არიან ადამიანები... აქვთ უფლება  ჰქონდეთ სურვილები, აქვთ უფლება აიმაღლონ ხმა და იბრძოლონ საკუთარი უფლებისთვის. ვთხოვთ, რომ მოინდომონ... არ შეეშინდეთ  არც ქმრის, არც მამამთილის, არც მამათილის ძმის, საკუთარი მამის... კაცების... რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენ ისინი გვიყვარს, ისინი ჩვენიანები არიან. ...შემთხვევით შევნიშნე  ჩითილების რიგში მჯდარი, თავჩარგული ახლაგაზრდა ქალი. ქალი, რომელსაც ნაოჭები არა ასაკმა,   მძიმე ყოფამ, ცხოვრებამ გაუჩინა. მისი თვალები...   ჩამქრალია...   დარდით სავსე... ამომხედა, ასაკი ვკითხე...  ...
Image
                               „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“                                                                                   ჩაიხანებში შეხვედრები დაიწყო     „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორებისათვის“ ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში   გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში მდებარე ჩაიხანებში შეხვედრების ციკლს იწყებს. „საუბრები ჩაიხანებში“ სამივე მუნიციპალიტეტსი 30 სოფელში გაიმართება და  შეხვედრებზე ეთნიკურად აზერბაიჯანელ კაცებს  ეთნიკურად აზერბაიჯანელი ფასილიტატორები მათთვის გასაგებ ენაზე - მათ მშობლიურ ენაზე ესაუბრებიან  21 ოქტომბრის არჩევნების, ქალთა საჭიროებების, ქალი ამომრჩევლის ...

„დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!"

„ქალის ხმა არჩევნებში!“ - ამ სლოგანით „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“   პროექტს  „ და უ ჭ ი რ ე მ ხარი ქა ლ თა პ ოლი ტ იკ აში ჩართ უ ლობ ას ! ახორციელებს. პროექტის   მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით , ხელი შეეწყოს 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას . პროექტის ძირითადი მიზანი ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და   გამოვლენილი საჭირო ე ბების   - პოლიტიკური პარტიების ა და კანდიდატებისთვის გაცნობა ა .   პროექტი განხორციელდება საქართველოს   9 რეგიონის 12 ქალაქში: თელავი, რუსთავი, მცხეთა, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი . პროექტის ფარგლებში წარიმართება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია: ჭა დ რაკ ი ს მს ოფლიო ჩ ე მ პ ი ო ნ ა ტ ზ ე , მ უს ი კ ალურ ფ ე ს ტი ვ ა ლ ე ბ ზ ე , კ ო ...

“ქალის ხმა არჩევნებში!“ — საინფორმაციო შეხვედრები ფოთში

Image
„ქალის ხმა არჩევნებში!“ — ამ სლოგანით „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ფოთის მედიაცენტრი სამუშაო შეხვედრებს პოლიტიკური პარტიებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ატარებს. საინფორმაციო შეხვედრებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ ფოთის მედიაცენტრი პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას! ფარგლებში ახორციელდებს. პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას. პროექტის ძირითადი მიზანი ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და გამოვლენილი საჭიროებების — პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის გაცნობაა. პროექტი განხორციელდება საქართველოს 9 რეგიონის 12 ქალაქში: თელავი, რუსთავი, მცხეთა, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი. პროექტის ფარგლებში წარიმართება ფართომასშტაბიანი საი...