ქალთა ლიდერი
„ჟურნალისტთა
ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ
დარბაზში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან შეხვედრისას, რომელიც მათი საჭიროებების
გამოვლენის მიზნით გაიმართა, სოფლის ქალთა ლიდერი აირჩიეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა
ლეილა ალიევამ და ლუიზა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის
თანაშემწე ფატი ტვილდიანმა ქალთა კოორდინატორად ქევსარ შაბანოვა აირჩიეს, რომელიც დარბაზელ
ქალებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ერთგვარი
შუამავალი იქნება, დარბაზელ ქალთა პრობლემების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ინფორმაციას მიაწვდის და ლიდერობას გაუწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ ქალთა ჩართულობას.
შეხვედრები ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებთან პროექტის
„დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში ტარდება, რომელიც ხორციელდება
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა
და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში. მსგავსი შეხვედრების
მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა საჭირობების გამოვლენა.
Comments
Post a Comment