დისკუსიები ჩაიხანებში
„არჩევნებია?! როდის?! ვის უნდა მივცეთ ხმა?!“ - ამ შეკითხვებით მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში
მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ კაცებთან მართავს შეხვედრებს ჩაიხანებში.
დღეს შეხვედრები გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კასუმლოში, სადახლოში, დამიაგიურახსა და სოფელ
ბეილარში მდებარე ჩაიხანებში.
ოქტომბრის არჩევნები, ქალთა საჭიროებები, ქალი ამომრჩევლის
როლი, საარჩევნო ძალადობის დაუშვებლობა - ეს, ის ძირითადი თემებია, რომელთა შესახებაც
ჩაიხანებში დისკუსიები გაიმართა. დისკუსია ეთნიკურად აზერბაიჯანელმა ფასილიტატორმა
სამირა ბაირამოვამ დამსწრეებისთვის გასაგებ ენაზე - აზერბაიჯანულ ენაზე ჩაატარა.
შეხვედრები ჩაიხანებში
პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში იმართება, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას. პროექტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეთნიკურ უმცირესობებზე,
შშმ პირებსა და დევნილებზე. პროექტი საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში განხორციელდა.
Comments
Post a Comment