"გენდერული საუბრები" მედია სკოლის სტუდენტებთან


"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მედია სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა - "გენდერული საუბრები" გაიმართა
ქუთაისის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი ქეთევან ბერძენიშვილი სტუდენტებს ესაუბრა  რა არის საჭირო იმისთვის, რომ მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის და ვინ არიან მთავარი აქტორები. საიდან დაიწყო გენდერული და ფემინისტური მოძრაობა; როგორია ევროპული გამოცდილეება, დღევანდელი რეალობა და სამომავლო ხედვა.

ლექცია ორ საათს გაგრძელდა და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში.  გაიმართა მსჯელობა ახალგაზრდების ჩართულობაზე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესებში. მედიის და ჟურნალისტების როლზე, როგორ უნდა გაშუქდეს გენდერულად ამბები.

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“