ცვლილებების ეპოქა....
ჩვენ დასაწყისშივე
განწირულნი ვართ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საბავშვო ბაღში შევყავართ
მშობლებს, მოძველებული სისტემები და მიდგომა
გვექაჩება იქით, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან
რთულია.
ვერც სკოლა, ვერც უნივერსიტეტი ვერ გვაძლევს სათანადო
განათლებას და პრაქტიკას შევდგეთ პროფესიონლებად და ვიყოთ კონკურენტუნარიანები დასაქმების
ბაზარზე.
ათასობით ლარს ხარჯავენ ქართველი მშობლები იმისთვის, რომ
მათ შერჩეულ პროფესიას დაეუფლოს შვილი და... დიპლომის აღების შემდგ ხდება ნათელი, რომ განათლების
მიღება და საოცნებო სამსახურში დასაქმება, მხოლოდ ილუზიაა... შემდეგ ორი გზაა - ’’უპატრონო“
ახალგაზრდებმა დაიწყონ სამსახურის ძიება დასაქმების საიტებით, დაუღალავად აგზავნონ
CV და ელოდონ პასუხს დამსაქმებლებისაგან, რომლებიც არასდროს გპასუხობენ...
ან მოიკითხონ სანათესაოში ‘’წარმატებული ბიძია’’, რომელიც ვალშია მის ოჯახთან ან რომელიც განსაკუთრებულად წყალობს ნაცნობ-მეგობრებს
კარგი ‘’მაყარიჩის“ სანაცვლოდ.
ხშირად გავიგებთ ფრაზას: ქართველები ტრადიციების მოყვარული
ხალხი ვართ. დიახ, თუ საქართველოში რაიმე ტრადიციად ჩამოყალიბდა, თუნდაც ეს იყოს ძალიან
მანკიერი და ცუდი, ჩვენ მაინც რუდუნებით ვიცავთ და ვუფრთხილდებით მას. როგორია საზოგადოების და სახელმწიფოს მიდგომა
ახალგაზრდების მიმართ?! - შენ უნდა შეძლო სწავლა სკოლაში, სადაც უამრავი არაპროფესიონალი
და „სიძველის“ გადმონაშთი პედაგოგი ასწავლის; უნდა მოახერხო და ისწავლო ისეთ გარემოში,
სადაც თავად პედაგოგს არ აქვს გააზრებული, რას ასწავლის და ინფორმაციის სწორედ მიწოდება
ხომ საერთოდ საოცნებო ფენომენია დღევანდელ სკოლებში. შემდეგ შენ უნდა მოახერხო და დაიწყო მომზადება აბიტურიენტად,
რაც ძალიან მძიმე ტვირთია ოჯახისათვის და მოსწავლისათვის,
რადგანაც, მან უნდა შეძლოს 4-5 წლის პროგრამის ერთ წელში დამუშავება და ისეთი საგნების
ათვისება, რასაც სკოლის პროგრამა საერთოდ არ ითვალისწინებდა. ამ ყველაფრის შემდეგ თუ
შეძელი და გახდი სტუდენტი, აქ იწყება შენი ყველა ოცნების და მიზნის მსხვრევა. ნაცვლად
იმისა, რომ უნივერსიტეტი იყოს სტიმულის და განთლების მომცემი, პირიქით, ეჯახები მწარე
რეალობას საიდანაც არ იცი რა არის გამოსავალი.
თუ მოახერხე და დაამთავრე უნივერსიტეტი, იწყება ყველაზე
მძიმე პერიოდი შენს ცხოვრებაში - სამსახურის ძიება. 22 წლის ახალგაზრდას გთხოვენ შენივე
პროფესიიით მუშაობის მინიმუმ 5-წლიან გამოცდილებას;
უცხო ენების უმაღლეს დონეზე ცოდნას, რომელიც შენთვის არასოდეს უსწავლებია კვალიფიციურ
მასწავლებელს; გთხოვენ, კომპიუტერული უნარ-ჩვევებს... თუ მოახერხე და შეძელი, რომ გასაუბრებამდე ან ტესტირებამდე მიაღწიე
ეს ნამდვილი გამარჯვებაა... თუმცა, შემდეგ გიწევს იმედგაცრუებასთან გამკლავება. მაშინ
როდესაც, საკმაოდ მაღალი შეფასებით გაივლი ტესტირებას, გასაუბრებას, აღმოაჩენ, რომ
ვაკანსია,
რისთვისაც ასე მონდომებით იბრძოლე უკვე კარგა ხნის დაკავებულია
‘’ჯიგარი ბიძიების’’ ახლობლების მიერ და შენ ხარ სპექტაკლის მეორეხარისხოვანი როლის
შემსრულებელი მსახიობი... და იწყება... პროტესტი სახელმწიფოს მიმართ, გეკარგება სტიმული და განვითარების სურვილი, ქვეყაანაში, სადაც თითქოს აზრი არ აქვს როგორი იქნები, რამდენს ისწავლი, როგორ მოინდომებ...
შენ მაინც აფსაიდში აღმოჩდები გავლენიანის
წრის ლობირების გარეშე.
ქვეყანა, სადაც
განათლება და ახალგაზრდების ხელშეწყობა არ
არის პრიორიტეტული, ვერასოდეს შეძლებს განვითარებას.
დღეს სახელმწიფოში პოლიტიკური,
ეკონომიკური, სოციალური ფონის განვითარება
ძალიან დაბალია. ამას კიდევ უფრო აღრმავებს საჯარო სამსახურების გავსება არაპროფესიონალებით,
ადამიანებით, რომელითაც არასოდეს უფიქრიათ როგორ
უნდა დაეხმარონ სახელმწიფოს წინსვლას
და როგორ შეიტანონ საკუთარი წვლილი ამ პროცესში... და ამ რეალობაში, შენ, რომელმაც
ისწავლე, გახდი პროფესიონალი, იცი ინგლისურიც და კომპიუტერიც და მეტიც - სამშობლო გტკივა...
მაგრამ არ გყავს „ზევით“ ლობისტი, თამაშგარე რჩები!!!
ახალგაზრდების
პრობლემები, თითქოს ამოუწურავი თემაა დღევანდელი
საქართველოში, თუმცა ვეცადე უმნიშვნელოვანეს პრობლემას შევხებოდი.
მართალია, ჩვენშიც არის პრობლემა
- ახალგაზრდებში, მაგრამ ჩვენ ასე გაგვზარდეს,
ჩვენ ასე გვასწავლეს და ჩვენი შეხედულება ასეთად
ჩამოაყალიბეს, ბავშვობიდან გვესმის
ფრაზა ‘’ვერაფერს გახდები თუ ვინმე არ გყავს’’... ამის გააზრების შემდეგ საოცარი იქნება, არ გაზარმაცდე და დიდი სტიმულით განაგრძო ბრძოლა
საკუთარი წარმატებისთვის.
გამოსავალი? - გამოსავალი ალბათ არის ის, რომ
ჩვენ გავერთიანდეთ, შევძლოთ და ერთად
დავდგეთ, მაშინ ყველაფერი შეიცვლება და სახელმწიფო იძულებული გახდება მოგვისმინოს და
ქმედითი ნაბიჯები გადადგას... წინააღმდეგ შემთხვევაში, ამხელა ენრეგია უკვალოდ ვერ
გაქრება, ნელ-ნელა გაიზრდება და ატომური აფეთქების
მსგავსად იფეთქებს და ახალგაზრდები თავად შეძლებენ
სადავეების ხელში აღებას, მაშინ დაიწყება ცვლილებების
ეპოქა....
ანნა კეკენაძე,
იურისტი,
რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი („ხალხის პარტია“)
Comments
Post a Comment