ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს



  ანა დოლიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (კორნელის უნივერსიტეტი, აშშ), პროფესორი


- რატომ არის  მნიშვნელოვანი მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში?

- გენდერული თანასწორობა და ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში  არ არის თვითმიზანი, ეს არის საშუალება, რათა უფრო მეტად მგრძნობიარე და ყოვლისმომცველი იყოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც პოლიტიკოსები მიიღებენ. ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალებს  აქვთ  განსაკუთრებული ხედვა იმ კონკრეტული თემების მიმართ, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა, ბავშვების სკოლამდელი აღზრდა; თემებისა, რომლებთან მიმართებითაც ქალებს აქვთ მეტი გამოცდილება, მეტი შემხებლობა და, შესაბამისად, როცა პოლიტიკაში მეტი ქალია, ამ თემებს ავტოატურად მეტი ყურადღება ექცევა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკა, რომელიც მთლიანად მოსახლეობის დაკვეთას პასუხობს და არა მოსახლეობის ნაწილისას, აუცილებელია, რომ ქალები იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები, რადგან ისინი წინ სწორედ ამ თემებს წამოწევენ, რომლებიც კონკრეტულად ქალებს აწუხებთ. ესენია: საბავშვო ბაღების თემა, დასაქმებულის უფლებები, ორსულთა უფლებები, ჯანდაცვა და ა.შ.

- რომელია ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც ატიურ ქალებს  აწუხებთ დღევანდელ რეალობაში და რომელ პრობლემას გამოარევდით საკუარი თავის მაგალითზე?

- მთავარი პრობლემაა, როდესაც ქალი ცდილობს, დააბალანსოს პირადი ცხოვრება და  კარიერული წინსვლა. არსებობს სოციალური დაცვის მექანიზმები, ანუ ი ინსტიტუტები, რომელთა მეშვეობითაც ქალები საქმისთვის მეტი დროის დათმობას შეძლებენ. აქ იგულისხმება, რომ უნდა არსებობდეს ხარისხიანი სკოლები. ასევე ყველაზე მწავე  პრობლემა საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა. ბაღები გადაჭედლი, გჭირდება პირადი კავშირების გამოყენება, რათა ბავშვი მოახვედრო სასურველ ბაღში. მე მაქვს ამ პრობლემასთან შეხება და კარგად ვიცნობ ამ საკითხს. ამ პრობლემის არსებობა პირდაპირ გააპირობებს იმას, რომ სანამ ბავშვი არ გახდება სამი წლის, ოჯახის რომელიღაც წევრი არ უნდა მუშაობდეს და ხშირად ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევანი ქალმა უნდა გააკეთოს. ეს აპრიორი განაპირობებს, რომ ქალს ექნება ძალიან დიდი გარღვევა სამსახურეობრივ ბიოგრაფიაში. ამრიგად ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება, ნამდვილად ყველაზე მწვავე საკითხებია, არადა პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეში უნდა იყოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეუძლია პოლიტიკურ დონეზე მხარი დაუჭიროს კონკრეტულ ინიციტივებს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივების უფლება, თუმცა ინიციატივას კვოტებთან დაკავშირებით, რაც პარტიულ სიაში მეტი ქალის წარმოდგენას ეხება, პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტი მზად არის, მხარი დაუჭიროს იმ ინიციტივებს, რომლეიც ქალთა წინსვლას გულისხმობს.

- რისკენ მოუწოდებდით ქალებს წინასაარჩევნოდ?


- ყველა ქალს მოვუწოდებდი მეტი აქტიურობისკენ. ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს. მიუედავად იმისა, რომ არ გვაკლია ქალების აქტიურობა და გვყავს ძალიან აქტიური და ძლიერი ქალები, მოვუწოდებდი, რომ უფრო მეტად დაინტერესდნენ საარევნო პროცესით და ხმამაღლა გამოხატონ საკუთარი პოზიცია, როგორც გვახასიათებს ისტორიულად.

Comments

Popular posts from this blog

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“