"ქალებს აქ რა უნდათ, "აბედს" აკეთებენ!"
                       მარნეულის ახლადარჩეული მერის დიდი შეცდომა პირველივე შეხვედრაზე

მარნეულის ახლად არჩეულმა მერმა, თემურ აბაზოვმა სოფელ კაჩაგანში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ
ამის შესახებ ინფორმაცია  რადიომარნეულმა გაავრცელ.

ჟურნალისტის შეკითხვას - რატომ არ ესწრებიან შეხვედრას ქალები?  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა  უპასუხა:  „ახლა შუადღეა და თავიანთ მეუღლეებს კვებ უმზადებენ ალბათ.
შეხვედრის მონაწილე კაჩაგანელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი კაცების განცხადებით: ქალები სადილს ამზადებენ, თანაც არ არის ეს ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი კულტურა სხვანაირადაა - არ არის მიღებული, რომ ქალებმა ქალაქის ცენტრში იარონ, მით უმეტეს, კაცებთან ერთად მიიღონ შეხვედრაში მონაწილეობა...“  - ამბობენ ისინი
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვისქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში  - გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის  პროექტის  ფარგლებში  განახორციელა პროექტი ,,და ხარი ქათა ოლიიკაში ჩართლობას!”. პროექტი მიზნად ისახავდა 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა   და  გამოვლენილი საჭირობების  - პოლიტიკური პარტიების და კანდიდატებისთვის გაცნობა. პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში გაიმართა 20 შეხვედრა - 10 ქალებთან და 10 კაცებთან. არსებული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით შეხვედრები ტარდებოდა ბენეფიციართა მისაღები ფორმებით.
თითქმის ყველა შეხვედრაზე ქალები აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ უფლება საჯაროდ გამოთქვან საკუთარი აზრი და კაცებთან ერთად დაესწრონ შეხვედრებს. ამიტომაც, მათი თხოვნაა, კანდიდატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც კაცების თავშეყრის ადგილებში მიდიან და ხვდებიან მხოლოდ კაცებს, მივიდნენ მათთანაც, შეხვდნენ ქალებსაც და მოისმინონ მათი საჭიროებების შესახებ.
თუმცა, მარნეულის ახლადარჩეულმა მერმა საქმიანობა მხოლოდ კაცების აზრის მოსმენით დაიწყო. არადა, როგორც უკვე ვთქვთ, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები ითხოვენ, რომ მათაც შეხვდენენ და მოუსმინონ.
სპეციალურად ბატონი თემურ აბაზოვისთვის ხელმეორედ ვაქვეყნებთ ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ქალის განცხადებას, რომელიც მერის არჩევამდე სულ ცოტა ხნის წინ "ჟურნალისტთა ქსელის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაკეთდა
ჩვენ გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მაგრამ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. 30 წელზეა მეტია ამ სოფელში ვცხოვრობ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ ქალებს დაგვიძახეს, ჩვენი აზრით დაინტერესდნენ. თავად სახელწიფო მოხელეებიც არ გამოხატავენ სურვილს ჩვენთან შეხვედრის და მხოლოდ მამაკაცებთან ატარებენ შეხვედრებს. ეს პრობლემაა. საჯარო სამსახურების წარმომადგენლებმაც უნდა გამოხატონ ჩვენთან დიალოგის სურვილი. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები ვართ! ჩვენ მზად ვართ, გვაქვს სურვილი, მაგრამ არ გვეძლევა საშუალება, გამოვხატოთ ჩვენი აზრი!“ - განაცხადა ერთ-ერთმა ქალმა სოფელ ქვემო ბოლნისში გამართულ შეხვედრაზე. 
მოვიდნენ ჩვენთანაც და ჩვენს მოგვისმინონ!“ - ასეთია ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა სურვილი
ეს ქალები მარნეულის მერის ამომრჩევლები არიან და მათი აზრის მოსმენა თემურ აბაზოვის ვალდებულებაა.    



Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“