„ქალები უნდა ჩაერთონ
ყველა საკითხში, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეხება“
ალექსანდრე სარიშვილი
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი
„ქალთა უფლებების
დაცვა არა მხოლოდ ჩვენი, საჯარო მოხელეების, არამედ ყველას ვალია. არათუ ბიუჯეტის დაგეგმვის
პროცესში ან მისი განხილვისას, ქალები უნდა ჩაერთონ უშუალოდ ყველა საკითხში, რაც ადგილობრივ
მუნიციპალიტეტს ეხება. გენდერული თანასწორობის დაცვა აუცილებელია ყველა საკითხში და
ყველგან. ჩვენ შემთხვევაში, საკრებულოში ხუთი ქალბატონია და ისინი განსაკუთრებით აქტიურად
არიან ჩართულნი ბიუჯეტირების პროცესში. ბიუჯეტის დაგეგმვასა და მის განხილვაში აქტიურად
მონაწილეობენ გამგეობის თანამშრომელი ქალბატონებიც, ასე რომ, ჩვენთან გენდერის პრინციპი
არ ირღვევა,“ - ამბობს ლანჩხუთის ახლადარჩეული მერი ალექსანდრე სარიშვილი.
Comments
Post a Comment