„საზოგადოება მეტად უნდა იყოს ჩართული საკრებულოს საქმიანობაში“
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე:
“როცა ვმუშაობდი ჩემი პროფესიით და შემდეგ, როცა საკრებულოში ამირჩიეს, ხშირდ მქონია შეხება ქალთა პრობლემებთან,
შევეცდები ძირითად პრობლემებზე მოკლედ გავამახვილო ყურადღება. პირველი ალბათ არის ზოგადი პრობლემები, რომელიც საერთოა, როგორც ქალისთვის ისე მამაკაცისთვის. მაგალითად, ეკონომიკური, კონკურენტუნარიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, სუფთა და უსაფრთხო გარემო… ჩემი აზრით, ყველა ამ
მიმართულებით სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს რეფორმები მათ მოსაგვარებლად. ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ კარგი
განათლება, რაც დასაქმების, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს, როგორც
ქალებისას და ისე
კაცებისას.
არის მეორე ჯგუფი პრობლემების, რომელიც უფრო ქალთა უფლებებს ეხება. მაგალითად, ოჯახში, საზოგადოებაში მამაკაცის ქალზე ძალადობა. ასევე პრობლემურია ქალების საზოგადებრივ საქმიანობაში ინტეგრაცია და ა.შ. ასეთი პრობლემების მოგვარებაც საზოგადოების განათლების დონის ამაღლებითა და კანონმდებლობის სრულყოფით შემცირდება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში შეიქმნება გენდერული საბჭო,
რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე უხელმძღვანელებს, საბჭო საკრებულოს იმ წევრებით დაკომპლექტდება ვინც დაინტერესებულია გენდერული საკითხებით. ძალზე საინტერესო გეგმები გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საზოგადოების ჩართულობის პრობლემების მოგვარებაა, საზოგადოება უფრო
მეტად უნდა იყოს საკრებულოს საქმიანობაში ჩართული. საბჭოს პრიორიტეტული მიმართულება იქნება ბიუჯეტირების პროცესის სწორად წარმართვა და ამ პროცესში ქალების ჩართვა, რათა ქალების აზრი და მათი საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული,“
- აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე.
Comments
Post a Comment