ლელა საჯაია:
ქალთა საჭიროებების მხრივ მუნიციპალიტეტში უამრავი
პრობლემაა
ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის,
ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიას ლელა საჯაია
უხელმძღვანელებს. ლელა საჯაიას მხარი 36-მა დეპუტატმა დაუჭირა.
- იცნობთ თუ არა ქალთა პრობლემების საჭიროებებს და კონკრეტულად რა საჭიროებები აქვთ მათ?
- იცნობთ თუ არა ქალთა პრობლემების საჭიროებებს და კონკრეტულად რა საჭიროებები აქვთ მათ?
- მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა ქალთა საჭიროებებიდან გამომდინარე. განსაკუთრებით
მძიმე ვითარებაა დასაქმებასთან დაკავშირებით. ამ პრობლემას არაერთი მიზეზი
გააჩნია, გარდა სამუშაო ადგილების არარსებობისა, ეს არის სათანადო პროფესიული
განათლების დეფიციტი, მძიმე სოციალური ფონი,
გადაადგილების პრობლემა, ოჯახური გარემო და ყველაზე მთავარი, მოსახლეობის უიმედობა
და საკუთარი შესაძლებლობებით თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლის უუნარობა.
- თუ ფიქრობს რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მაგალითად, ბიუჯეტის დაგეგმვისას, სხვადასხვა საკითხების განხილვისას, რომელიც ქალებს ეხება უნდა ჩართონ ქალები?
- აქტიური კომუნიკაცია საზოგადოების
სხვადასხვა ჯგუფებთან აუცილებელია. ქალთა საჭიროებების გადაწყვეტა მათთან კონსულტაციების
გარეშე ნამდვილად არ იქნება ეფექტური. მართალია,
როგორც ქალი დეპუტატი საკმაოდ ინფორმირებული ვარ ქალთა საჭიროებებთან მიმართებაში როგორც
პირადი გამოცდილებით, ისე მათთან კომუნიკაციით, მაგრამ კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტა
კონკრეტულ ადამიანებთან შეთანხმებით უნდა იგეგმებოდეს. მით უმეტეს, როცა ეს საკითხი
უნდა აისახოს ბიუჯეტში.
Comments
Post a Comment