მარნეულის  საკრებულოში მოლოდ კაცები არიან



 მარნეულის   ახალი მოწვევის საკრებულოში  პატრიარქატია - საკრებულოს 35-ვე წევრი კაცია.  2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის  35 დეპუტატით დაკომლექტდა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველო“ 31 დეპუტატით არის წარმოდგენილი, აქედან 20 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო პროპორციული სიით 11 დეპუტატი, „ბაქრაძე უგულავა–ევროპული საქართველო“ – 3 დეპუტატით, ხოლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში – 1 დეპუტატია. 35  დეპუტატიდან არც ერთი არ არის ქალი.  
შესაბამისად, ახალი მოწვევის  საკრებულოს  5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეც კაცია:    საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  - რომან ტაბატაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბესიკ გუჯეჯიანი, სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე  გივი გიორგაძე, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  – ნოდარ მთვარელიძე,  ეთიკისა და საპროცედურო კომისიის თავმჯდმომარე რიჩარდ გიგანი.


იგივე სიტუაციაა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. მერმა თემურ აბაზოვმა ორი მერი და ორივე კაცი წარადგინა.  აღსანიშნავია, რომ მარნეულის 17 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომლებიც 83 სოფელი  აერთიანებს, არც ერთი ქალი რწმუნებული არ არის.  

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“