5 საკრებულოს ქალი თავმჯდომარე ეყოლება


 თვითმმართველობებში გენდერული უთანასწორობის მხარდაჭერა გრძელდება. 2017 წლის მოწვევის 64 საკრებულოდან მხოლოდ 5 საკრებულოს ეყოლება ქალი თავმჯდომარე.


ქალი საკრებულოს თავმჯდომარეებით იმერეთი ლიდერობს. იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 3- ქალი უხელმძღვანელებს. ტყიბულში საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია კობახიძე აირჩიეს; თერჯოლაში - ნინო ჯანელიძე, ხოლო ხარაგაულში - მანანა ბარბაქაძე. ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ქალია - რუსუდან გიორგაძე.

კახეთის 7 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ახმეტის საკრებულოს უხელმძღვანელებს ქალი. თამარ ყეინიშვილს 31 დეპუტატიდან ოცდაერთმა წევრმა გამოუცხადა ნდობა. ყეინიშვილი 2017 წლის მარტიდან წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა. მაშინ მის კანდიდატურას საკრებულოს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 1 ბიულეტენი კი გაბათილდა.

კიდევ ერთი ქალი - შუქურა ჯაფარიძე გახდა ონის საკრებულოს თავმჯდომარე.


ფოტოებზე
1. ნატალია კობახიძე, ნინი ჯანელიძე, მანანა ბარბაქაძე
2.
თამარ ყეინიშვილი
3.
შუქურა ჯაფარიძე

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“