
მარნეულის საკრებულოში მ ხ ოლოდ კაცები არიან მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოში პატრიარქატია - საკრებულოს 35-ვე წევრი კაცია. 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 35 დეპუტატით დაკომ პ ლექტდა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველო“ 31 დეპუტატით არის წარმოდგენილი, აქედან 20 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო პროპორციული სიით 11 დეპუტატი, „ბაქრაძე უგულავა–ევროპული საქართველო“ – 3 დეპუტატით, ხოლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში – 1 დეპუტატი ა. 35 დეპუტატიდან არც ერთი არ არის ქალი. შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ც კაცია: საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - რომან ტაბატაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – ბესიკ გუჯეჯიანი, სივრცით–ტ...