თელავში ქალ  ამომრჩეველთა გასააქტიურებლად აქცია გაიმართა



„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ თელავის გენდერის მედია ცენტრმა თელავში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო აქცია   გამართა
აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას  განუმარტეს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური ჩართულობის, ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ და მათ სპეციალურად დამზადებული ბუკლეტები გადასცეს.
,,
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის’’ მთელი საქართველოს მასშტაბით მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას. განსაკუთებით კი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ ქალი ამომრევლების როლის გაზრდას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას.   ძალიან მნიშვნელოვანია თავად ქალებმა გააკეთონ არჩევანი ქალების სასარგებლოდ. ასეთი სახის აქციები ეხმარება საზოგადოებას, მიიღონ ინფორმაცია, და ყურადღება მიაქციონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს,  რომელიც მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ‘’, – განაცხადა თელავის გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა მაია მამულაშვილმა.
 თელაველი მოქალაქეების აზრით, პოლიტიკური პარტიები მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი ქალებზე გამოცდილი არიან. მათი შეფასებით, პარტიების დამოკიდებულება ამ მხრივ არასწორია.
,,
საჭიროა ქალთა გააქტიურება. მე ვფიქრობ, რომ მანამდე ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში, რათა ქალებმა პოლიტიკისთვის მოიცალონ. მარტო იმაზე არ უნდა ფიქრობდნენ, შვილებს რა აჭამონ. ამ საკითხის მიმართ მამაკაცების დამოკიდებულებაც პრობლემაა. ქალი, რომელიც პოლიტიკაშია, ხშირად მოუწევს მივლინებაში წასვლა, სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება და მამაკაცებს მოუწევთ ამ შემთხვევაში ბავშვების მიხედვა, ეს კი არ მოსწონთ. ჩვენ გვაქვს ტრადიციული აღზრდა და ეს გვბოჭავს. რა თქმა უნდა, ტრადიციების მომხრე ვარ, მაგრამ ცუდი რაც არის ის უნდა მოვიშოროთ. ამას კი დრო და მენტალიტეტის გამოცვლა სჭირდება“, – განაცხადა თელაველმა დარეჯან გოჩელაშვილმა.
საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" მსგავსი ტიპის აქციები 12 ქალაქის ბაზარში და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებსა და დღესასწაულებზე ჩაატარა.

პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
 

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“