„თქვენი ხმა უნდა ისმოდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში“


"ქალის ხმა იგებს არჩევნებს!" - ამ სახელწოდებით დღეს, ოზურგეთის ბაზარში „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრმა საინფორმაციო აქცია გამართა.
-        არჩევნებამდე კარგად გაეცანით თქვენი მაჟორიტარი დეპუტატის და პარტიების საარჩევნო პროგრამებს;
-        აქტიურად ჩაერთეთ საჯარო დისკუსიებში, შეხვედრებში და მოუწოდეთ თქვენს გარშემო მყოფ ქალებს გააქტიურებისკენ;
-        გაკეთეთ არჩევანი დამოუკიდებლად და არ მოექცეთ ოჯახის წევრის, ან ნებისმიერი სხვა პირის ზეწოლის ქვეშ არჩევანის გაკეთებისას.
ამ და სხვა ტიპის მესიჯებს მოისმენდით აქციაზე ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საინფორმაციო კუთხეში, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას განუმარტეს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური ჩართულობის და ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ  "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები.

საინფორმაციო აქცია პროექტისდაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" მსგავსი ტიპის აქციები 12 ქალაქის ბაზარში და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებსა და დღესასწაულებზე ჩაატარა.

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“