საინფორმაციო აქცის
დეზერტირების ბაზარში
„მივდივარ შვილო
არჩევნებზე, მა რაა... მანამ ვივლი სანამ ჯანი
მომცემს საშუალებას... ჩემი ხელისუფლება მე
უნდა ავირჩიო შვილო...“
- "ქალის
ხმა იგებს არჩევნებს!" - ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში, დეზერტირების ბაზარში
საინფორმაციო აქცია გაიმართა.
„ძალიან კარგი, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი პრობლემები
აბა, რა... არასდროს არავის უკითხავს რა გვჭირდება...“
„მართალია, უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ჩვენ უნდა შევცვალოთ...“
ბაზრის მოვაჭრეები
და მყიდველები თავის აზრს ასე გამოხატავდნენ, თუმცა იყვნენ სკეპტიკურად განწყობილებიც,
რომელთა აზრით, არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს, რადგან „მაინც არაფერი შეიცვლება.
აქციის ფარგლებში "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის"
წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და განუმარტეს 21 ოქტომბრის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური ჩართულობის და ქალი ამომრჩევლის როლის
შესახებ.
საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში
ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" მსგავსი ტიპის აქციები საქართველოს 12 ქალაქის ბაზარში და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებსა და სახალხო დღესასწაულებზე ჩაატარა.
"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" მსგავსი ტიპის აქციები საქართველოს 12 ქალაქის ბაზარში და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებსა და სახალხო დღესასწაულებზე ჩაატარა.
Comments
Post a Comment