დისკუსია ბოლნისში


„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ქვემო ქართლის გენდერის მედიაცენტრის   ინიციატივით ბოლნისში გაიმართა დისკუსია ქალთა საჭიროებებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ  კანდიდატი ქალები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები. 
„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ მენეჯერმა ინგა ალავიძემ შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის მიერ  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ  ქალთა საჭიროებების შესახებ მოკვლეული ანგარიში გააცნო.  
ქალთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 შეხვედრა ჩაატარეს.  იმის გამო, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები საჯარო შეხვედრებში არ იღებენ მონაწილეობას, მათ ორგანიზაციის წარმომადგენლები   ხვდებოდნენ მინდვრებში და მათი თავშეყრის ადგილებში ან სახლებში, სადაც შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ ქალები იღებდნენ.   ქალების გარდა შეხვედრები გაიმართა ჩაიხანებში კაცებთან და ორგანიზაციის წარმომადგენლები მათაც ქალთა საჭიროებების შესახებ ესაუბრებოდნენ.
ინფრასტრუქტურული პრობლემები - უმუშევრობა, უწყლობა, დაზიანებული შიდა გზები, ნაგვის გატანა სოფლიდან, შიდა განათებების არ არსებობა, საბავშვო ბაღის არ ქონა, ქართული ენის შემსწავლელი კურსების შექმნა, ბიბლიოთეკის, სპორტული და გასართობი მოედნების, სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრების ამოქმედება, ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა - ეს, ის ძირითადი პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ითხოვენ.  


„ამ შეხვედრამ კიდევ ბევრი რამ დამანახა.   აქ ითქვა, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალებისთვის ქართული ენის ცოდნა ქალებისთვის საჭიროებაა, გეთანხმებით,  აუცილებელია ძალიან, აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ, აქ ცხოვრობენ და სახელმწიფო ენა არ იციან. ეს მათთვის ბევრ სერიოზულ პრობლემას ქმნის და  არაინფორმირებულობის პრობლემას, ინფორმაციას ტელევიზიით ვერ იღებენ, რადგანაც ქართულის უცოდინრობის გამო ვერ უყურებენ ქართულ არხებს... განათლების სამინისტრომ გაიღო სახსრები და გახსნა ენის შემსწავლელი კურსები, მაგრამ არ იარეს, ქმრებმა არ მისცეს ნება ევლოთ... ახლა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა მაინც უნდა ისწავლონ ქართული ენა, რომ სახელმწიფოსთან ინტეგრირება მოახდინონ, დრეს ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობაა...“ - განაცხადა ნინო დევნოზაშვილმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, სოფლად მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალთა უმთავრესი  პრობლემაა ის, რომ ვერ იღებენ საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას, ტრადიცია, ქმარი მათ ამის უფლებას არ აძლევს. პრობლემაა ისიც, რომ ქართული ენის უცოდინრობის გამო ვერ იღებენ საჭირო ინფორმაციებს სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების შესახებ.
„საყურადღებო ანგარიშია, რამდენიმე შეხვედრას ქალებთან ჩვენც ვესწრებოდით, ქალები მათი საჭიროებების შესახებ საუბრობენ და პრობლემები რეალურად მართლაც არსებობს. ფაქტია,  სოფელში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ, სწორედ  ამიტომაც,  შევქმენით ლიდერ ქალთა ინსტიტუტი, რომლის იდეაც სწორედ ისაა, რომ დაეხმაროს სოფლად მცხოვრებ ქალს. სოფლებში ვირჩევთ აქტიურ ქალებს, ლიდერ ქალებს, რომლის ფუნქია  ისაა, რომ სოფლის მოსახლეობას მიაწოდოს ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებული სიახლეები, ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ  და პირიქით, ადგილობრივ თვითმმართველობამდე მოიტანოს სოფლის პრობლემები, ქალთა საჭიროებები, რომ  ქალები ჩაერთონ  თვითმმართველობის საქმიანობაში და   გადაწყვეტილების მიღების პროცესში,“ - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში  ფატი ტვილდიანმა, რომელიც ასევე, „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით კანდიდატია.



შეხვედრას, რომელიც ორ საათს გაგრძელდა,  ესწრებოდნენ  კანდიდატები, პოლიტიკური პარტიეის წარმომადგენლები,  ასევე, ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს წევრი ლეილა ალიევი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები.
„რამდენიმე შეხვედრას ჩვენს დავესწარით, როგორც დეპუტატებს ტავისი პრობლემების შესახებ გვესაუბრნენ ქალები. სოფელ მამხუტში, პაპანაქება სიცხეში მინდორში ხახვის მოსავლის აღებაზე მომუშავე ქალებს შევხვდით, ეს ძალიან მძიმე შეხვედრა იყო, მათ უამრავი პრობლემა აქვთ, გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა 15 ლარად...  არ აქვთ წყალი, წყლის ზიდვა კიდევ ერთი მძიმე ტვირთია მათთვის.. 21-ე საუკუნეში სოფლებში არ არის გაზი... ბაღი... ძალიან სერიოზული პრობლემებია. სახელმწიფომ უნდა იფიქროს მათ დასაქმებაზე, კარგი იქნება თუ შეიქმნება მცირე საწარმოები მაგალითად, ხილის დამამზადებელი ან სხვა მსგავსი ტიპის მცირე საწარმოები, სადაც ქალები დასაქმდებიან... შეიქმნება ქართული ენის შემსწავლელი კურსები, ამის საჭიროება შერიოზულად არსებობს. აუცილებელია მათ მათთვის გასაგებ ენაზე მიეწოდოთ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისებისა და შეღავათების შესახებ, რის თაობაზეც მათ არაფერი იციან,“ - განაცხადა ბოლნისის საკრებულოს წევრმა ლეილა ალიევამ.


არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და სამყაროს“ წარმომადგენლის ნინო დევნოზაშვილის განცხადებით, გასული წლებისგან განსხვავებით, სიტუაცია საგრძნობლად შეცვლილია და ამის მიზეზი ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებული პროექტებია.
„მაგალითად, ნაადრევ და იულებით ქორწინებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებამ, ამ მიმართულებით ჩატარებულმა საინფორმაციო კამპანიებმა და პრევენციამაც  შედეგი გამოიღო - ნაადრევი ქორწინების ფაქტებმა საგრძნობლად იკლო. როცა პასუხისგებაში მისცეს ერთი პირი, მეორემ ვეღარ გაბედა მსგავსი ნაბიჯი გადაედგა. საინფორმაციო კამპანიებმაც თავის საქმე გააკეთა.  პრობლემები არსებობს, მაგრამ მათ შესახებ ქალებმა უნდა ისაუბრონ, უნდა მოითხოვონ, უფრო მეტად გააქტიურდნენ და კარგია, როცა მათი სამოქალაქო აქტივობაში ჩართვა ხდება,“ - განაცხადა ნინო დევნოზაშვილმა.  



დისკუსია ქალთა საჭიროებებზე  გაიმართა პროექტის და ხარი ქათა ოლიიკაში ჩართლობას!“  ფარგლებში,  რომელიც  ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 
 პროექტის  მიზანია  ამომრჩეველი ქალების საჭირობების გამოვლენა და არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.   

                                                   

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“