გზავნილები ქალ ამომრჩევლებს


„თქვენს მიერ არჩეული ადამიანები, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უშუალოდ თქვენ, თქვენს სოფელს, თემს, ქალაქს და მუნიციპალიტეტს ეხება, ამიტომ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა და გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია!“, – ახალციხეში, აგრარულ ბაზარში, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ახალციხის გენდერის მედიაცენტრმა საინფორმაციო აქცია გამართა.
გახსოვდეთ, რომ არჩევნებში ქალების მონაწილეობა და გაცნობიერებული არცევანის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ამომრჩეველთა 50 პროცენტი ქალია და სწორედ მათი ხმები წყვეტენ არჩევნების ბედს,“ასეთი იყო ერთერთი გზავნილი იმ საინფორმაციო ბუკლეტიდან, რომელ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბაზარში, მოვაჭრეებსა და მყიდველებს დაურიგეს.
საინფორმაციო ბუკლეტზე მითითებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალმა ამომრჩევლებმა არჩევანის გაკეთებისას.
 აქცია „ქალის ხმა არჩევნებში!“ გაიმართა პროექტის და ხარი ქათა ოლიიკაში ჩართლობას!“  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.    

საინფორმაციო აქციების მიზანია ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, მასში ქალების, როგორც კანდიდატებისა და როგორც ამომრჩევლების მონაწილეობის შესახებ.  მსგავსი ტიპის საინფორმაციო აქციები გაიმართა საქართველოს 12 ქალაქში.

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“