"ქალის ხმა იგებს არჩევნებს!" - ამ სახელწოდებით მცხეთობის 

                                  დღესასწაულზე საინფორმაციო აქცია გაიმართა





აქციის ფარგლებში "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და განუმარტეს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური ჩართულობის და ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ
"ჩემს პრობლემებს ვინც მოაგვარებს იმას მივცემ ხმას, ჯერჯერობით, მხოლოდ ზოგად დაპირებებს გვაძლევენ. პენსიას მოგიმატებთო, გვატყუებენ, როგორ უნდა მოგვიმატოს მერიამ ან საკრებულომ პენსია?! რომ გვატყუებენ მაგას კი ვხვდებით. ვინც რეალურად იცის ჩვენი გასაჭირი, იმას მივცემთ ხმას," - ორგანიზაციის მიერ მოწყობილ საინფორმაციო ცენტრთან შეკრებილი მცხეთელები და სტუმრები არჩევნებში ქალის როლის მნიშვნელობის შესახებ თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ.
საინფორმაციო აქცია პროექტისდაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.
"
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" მსგავსი ტიპის აქციები ბოლო თვეებში ქვეყნის რეგიონებში მიმდინარე კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებსა და დღესასწაულებზე ჩაატარა.

Comments

Popular posts from this blog

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

„ქალის ყოფნა პოლიტიკაში აუცილებელია“