ქალის ბლოგი
დაკარგული იმედი
ჩემთვის სამუშაო
კვირა ორშაბათიდან არ იწყება და არც პარასკევს მთავრდება... შაბათია ჩემთვის ყველაზე აქტიური დღე, ვმუშაობ,
ვისვენებ, ღონისძიებებს ვესწრები, ვიღებ არაფორმალურ განათლებას და ა.შ
ქალების საზოგადოებაში
ჩართულობა ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტია, ამ მიმართულებით ვცდილობ მაქსიმუმი
გავაკეთო.
„ქალების ხმა იგებს
არჩევნებს“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ვატარებთ შეხვედრებს. პროექტის მიზანია,
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების საჭიროებების გამოვლენა და კანდიდატებისთვის მისი
გაცნობა; ქალების ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
რადგან, როგორც კაცებს, ისე ქალებს აქვთ საჭიროებები, პრობლემები, სურვილები... ძირითადად,
აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ვატარებთ შეხვედრებს.
შაბათს დილით 9 საათიდან დავიწყეთ შეხვედრები, ჩვენი პირველი ვიზიტი მინდვრიდან დაიწყო. ძალიან რთულია სოფლებში ქალების შეკრება, მენტალიტეტი, სამუშაო სეზონი... ქალები დილიდან საღამომდე მინდორში მუშაობენ, როგორც დაქირავებული მუშახელი და დღეში იღებენ 15-20 ლარს. ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებენ... კაცები კი დროს ჩაიხანაში ატარებენ.
შაბათს დილით 9 საათიდან დავიწყეთ შეხვედრები, ჩვენი პირველი ვიზიტი მინდვრიდან დაიწყო. ძალიან რთულია სოფლებში ქალების შეკრება, მენტალიტეტი, სამუშაო სეზონი... ქალები დილიდან საღამომდე მინდორში მუშაობენ, როგორც დაქირავებული მუშახელი და დღეში იღებენ 15-20 ლარს. ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებენ... კაცები კი დროს ჩაიხანაში ატარებენ.
- ახლა ძალიან ვნანობ,
რომ არ ვისწავლე, განათლება არ მივიღე... რა
უნდა ვაკეთო?!
- ძალიან ვნანობ,
შვილი არ უნდა გამეთხოვებინა ასე პატარა, ახლა 4 შვილი ყავს და...
- არც მე უნდა გავთხოვილიყავი,
23 წლის ვარ, 3 შვილი მყავს, ქმარმა გამომაგდო,
დედამთილს არ მოვწონვარ და იმიტომ... არ გადამიღოთ სურათი, არ მინდა დედამთილმა ნახოს... იქნებ შემირიგდეს...
დედამთილს არ მოვწონვარ და იმიტომ... არ გადამიღოთ სურათი, არ მინდა დედამთილმა ნახოს... იქნებ შემირიგდეს...
- ძალიან ბევრი
პრობლემა გვაქვს, რომელზე ვილაპარაკოთ, ჩვენ ვერ ვლაპარაკობთ არ შეიძლება.. აი, რა
კარგია ქართული იცი, განათლებული ხარ, სამსახური გაქვს, ვერავინ დაგჩაგრავს... ლამაზი
ხარ...
- ჩვენ არ ვიცით, ჩვენ გაუნათლებლები ვართ, ჩვენ არ
გავქვს უფლება...
ყვებიან თავიანთ
ცხოვრებაზე, პრობლემებზე, სურვილებზე, ოცნებებზე... ბევრ ქალში დავინახე, რომ მომავლის იმედიც კი არ აქვთ...
ძალიან გული მტკივა ამ ქალებზე.
ჩვენი საქმე გავაკეთეთ,
ვილაპარაკე ქალების უფლებებზე, მათ საჭიროებებზე, პრობლემის დროს რა უნდა გააკეთონ, როგორც საქართველოს მოქალაქემ უნდა შეასრულონ სამოქალაქო
ვალდებულება, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს გაცნობიერებული არჩევანი,
ხმა მისცეს ღირსეულს... წინა არჩევნებზე ვის მიეცით ხმა? - ვეკითები. პასუხად იღიმიან
და მხრებს იჩეჩავენ...
სახლში ვბრუნდები
და ისევ ვფიქრობ, რა გავაკეთო ისეთი, რომ ყველა
გახდეს ბედნიერი, როგორ დავეხმაროთ სოფელში მცხოვრებ ქალებს, რომლებსაც იმედი დაკარგული
აქვთ... როგორ უნდა დავარწმუნო, რომ მათი ხმა ნამდვილად გადამწყვეტია... ძალიან რთულია. თუმცა, ერთი საშუალება მაქვს, სოციალურ
ქსელში გამოვაქვეყნო მათ პრობლემებზე, იმედი
მაქვს, რომ მთავრობა დაინტერესდება
და ქალების საჭიროებებზე დაიწყებს მუშაობას.
შაბათს 12 საათზე
ჩემს სახლში ქალებთან შეხვედრა მოვაწყვე. არასდროს მქონია კომპლექსი და
დაძაბულება, დღეს არ ვიცი, რატომ მაქვს. დედაჩემს, ბიცოლას, ბიძაშვილებს და ჩემ მეზობელ
ქალებს მათ საჭიროებებზე უნდა ვესაუბრო... ძალიან ვნერვიულობ, როგორ დავიწყებ და დავამთავრებ,
მათთან არასდროს მისაუბრია ასეთ თემებზე.
შეხვედრა წარმატებულად
დასრულდა, მეც იქ ვცხოვრობ, მათი ნაწილი ვარ
და თითქოს უფრო მეტად გავიცანი ისინი, უფრო მეტად გავიგე მათი... შემდეგ სხვა სოფელში წავედით შეხვედრების ჩასატარებლად, უხარიათ
ჩვენთან შეხვედრა, ხალისით გვხვდებიან, გვიყვებიან, გვიზიარებენ, რჩევას გვეკითხებიან...
28 აგვისტო, დღეს
მარიამობაა, მაინც ვმუშაობ, სახლიდან გამოსვლამდე ჩემს ქრისტიან მეგობრებს მივულოცე
მარიამობა.
დღესაც პირველი
შეხვედრა ქალებთანაა მინდორში. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ქალები ძალიან მხიარულები
და საყვარლები იყვნენ, მაგრამ აქაც იგივე მძიმე სიტუაცია - ქალები დილის 5 საათიდან მოდიან სამუშაოდ და საღამოს
5-ზე ბრუნდებიან სახლში, სადაც უკვე სხვა ოჯახური
პრობლემებია... ცხოვრების მკაცრმა პირობებმა
დაჩაგრა ეს ქალები, იღიმიან, მაგრამ თვალები
დარდით აქვთ სავსე...
შემდეგ სხვა სოფელში
წავედით. სოფელ ზემო სარალის შესასვლელში ჩაიხანაა, კაცები დილის 10 საათიდან 12 საათამდე
ჩაიხანაში არიან, სასადილოდ მიდიან სახლში, უკან ბრუნდებიან და იქ არიან უკვე საღამომდე. აქაც ჩავატარეთ
შეხვედრა... სოფლის ცენტრში წყაროა, ქალები იქ არიან, ქალებთან
უფრო საჭიროა ასეთი შეხვედრები. ჩვენი პროექტის მიზანი ქალთა საჭიროებების გამოვლენაა
და გვეუბნებიან, ძალიან კარგი, ახლა ჩვენც უნდა ვილაპარაკოთო... წყლის
პრობლემა აქვთ, სოფელში წყალი საერთოდ არ არის, ერთი წყაროა და იქაც ძლივს მოდის წყალი... წვეთ-წვეთობით აგროვებენ სასმელ წყალს... ძალიან
უჭირთ უწყლობა... ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი მათ, დამირეკეთ, ჟურნალისტებს დავურეკავ,
მოვლენ, გააშუქებენ თქვენ პრობლემებს-მეთქი... არ მიშვებენ, როგორმე დაგვეხმარეთ... გადაიღეთ ეს ყველაფერიო... ვეუბნები, რომ სხვა არაფერი
შემიძლია და შევთავაზე ფეისბუქის გვერდზე პირდაპირი
ჩართვის გაკეთება, მეგობრებში ჟურნალისტები,
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები არიან, ალბათ დაინტერესდებიან თქვენი პრობლემით-მეთქი,
ქალები დამთანხმდნენ, გადავიღე და გავავრცელე...
მალე შევამჩნიეთ,
რომ უცხო პირებმა ჩვენი კონტროლი დაიწყეს, ამავდროულად ფეისბუქში გაჩნდა უცნაური პროფილები, გაავრცელეს
ჩვენი სურათები წარწერით, რომ სადაც ნახავთ გააძევეთ ისინი სოფლიდან... შეურაცხმყოფელი
კომენტარებით... ლანძღვა-გინებით... როგორ ჩანს, ვიღაცას არ სურს მოსახლეობასთან ჩვენი
კომუნიკაცია, ქალებთან პრობლემებზე საუბარი...
ამის შემდე კიდევ ორი შეხვედრა ჩავატარეთ, ორივე ძალიან საინტერესო და ორივე „კონტროლის“
ქვეშ...
ეთნიკურად აზერბაიჯანელ
ქალებს მძიმე ცხოვრება აქვთ, პრობლემებით, სურვილებით, ოცნებებით და დარდით სავსე ცხოვრება,
თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ... აი, ასე ხდება, თუ ცდილობ ქალების და მოსახლეობის საზოგადოებაში ჩართულობას... ქალების
მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ძალიან
აგრესიულია და ყოველთვის ცდილობს მათ დაჩაგვრას...
თუმცა, ხვალ
შაბათია და დილის 9 საათზე ვიწყებთ, შეხვედრები უკვე დაგეგმილი გვაქვს...
სამირა ბაირამოვა
Comments
Post a Comment