Posts

Showing posts from October, 2017

ის, თუ ვის ავირჩევთ, პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს

Image
  ა ნა დოლიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ,   იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (კორნელის უნივერსიტეტი, აშშ), პროფესორი - რატომ არის   მნიშვნელოვანი მეტი ქალის ჩართვა პოლიტიკაში? - გენდერული თანასწორობა და ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში  არ არის თვითმიზანი, ეს არის საშუალება, რათა უფრო მეტად მგრძნობიარე და ყოვლისმომცველი იყოს ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც პოლიტიკოსები მიიღებენ. ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალებს  აქვთ  განსაკუთრებული ხედვა იმ კონკრეტული თემების მიმართ, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა, ბავშვების სკოლამდელი აღზრდა ; თემები სა , რომლებ თან მიმართებითაც ქალებს აქვთ მეტი გამოცდილება, მეტი შემხებლობა და , შესაბამისად, როცა პოლიტიკაში მეტი ქალია, ამ თემებს ავტო მ ატურად მეტი ყურადღება ექცევა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა პოლიტიკა, რომელიც მთლიანად მოსახლეობის დაკვეთას პასუხობს და არა მოსახლეობის ნაწილის ას , აუცილებელია , რომ ქალები იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები, რადგან ისინი წინ სწორედ ამ თემებს წამოწევენ, რო
Image
                                  საინფორმაციო აქცის დეზერტირების ბაზარში „მივდივარ შვილო არჩევნებზე, მა  რაა... მანამ ვივლი სანამ ჯანი მომცემს საშუალებას...  ჩემი ხელისუფლება მე უნდა ავირჩიო  შვილო...“ - "ქალის ხმა იგებს არჩევნებს!" - ამ სახელწოდებით დღეს, თბილისში, დეზერტირების ბაზარში საინფორმაციო აქცია გაიმართა.  „ძალიან კარგი, უნდა გაითვალისწინონ ჩვენი პრობლემები აბა, რა... არასდროს არავის უკითხავს რა გვჭირდება...“ „მართალია,  უნდა მივიდეთ არჩევნებზე,  ჩვენ უნდა შევცვალოთ...“ ბაზრის მოვაჭრეები და მყიდველები თავის აზრს ასე გამოხატავდნენ, თუმცა იყვნენ სკეპტიკურად განწყობილებიც, რომელთა აზრით, არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს, რადგან „მაინც არაფერი შეიცვლება. აქციის ფარგლებში "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და განუმარტეს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური ჩართულობის და ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ.  საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი
Image
            თელავში ქალ  ამომრჩეველთა გასააქტიურებლად აქცია გაიმართა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ თელავის გენდერის მედია ცენტრმა თელავში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე , საინფორმაციო აქცია     გამართა .  აქციის მონაწილეებმა მოსახლეობას  განუმარტეს 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტიური ჩართულობის , ქალი ამომრჩევლის როლის შესახებ და მათ სპეციალურად დამზადებული ბუკლეტები გადასცეს . ,, ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის ’’ მთელი საქართველოს მასშტაბით მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას . განსაკუთებით კი ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ ქალი ამომრ ჩ ევლების როლის გაზრდას და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას .     ძალიან მნიშვნელოვანია თავად ქალებმა გააკეთონ არჩევანი ქალების სასარგებლოდ . ასეთი სახის აქციები ეხმარება საზოგადოებას , მიიღონ ინფორმაცია , და ყურადღება მიაქციონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ,  რომელიც მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ ‘’,