
შეხვედრა ხელვაჩაურის სკოლის მოსწავლეებთან " ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის " ბათუმის გენდერის მედიაცენტრისა და ხელვაჩაურის საკრებულოს გენდერული საბჭოს ორგანიზებით , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დისკუსია " გენდერული საუბრები " გაიმართა . სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს ბათუმის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი თამილა დოლიძე ესაუბრა . „ რა არის საჭირო იმისთვის , რომ საქართველოში გენდერულ თანასწორობას მივაღწიოთ , უნდა ამოქმედდეს თუ არა კვოტირების მექანიზ მი , რატომ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში ქალები , რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის და ვინ არიან დღეს პოლიტიკაში მთავარი აქტორები , როგორ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში გენდერული მოძრაობა და როგორია ევროპული გამოც...